Friday, December 18, 2009

წყალში მობინადრე ორგანიზმები

1. პროექტის სახელი:წყალში მობინადრე ორგანიზმები
2. პროექტის მოკლე აღწერა:გავარკვიოთ, ვისი საარსებო გარემოა წყალი?
მოვახდინოთ წყლის ბინადართა კლასიფიკაცია;
მივიღოთ მეტი ინფორმაცია წყლის ბინადართა შესახებ;
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებთან ერთად გავარკვიოთ ვისი(რისი) საარსებო გარემოა წყალი?პასუხების მოსმენის შემდეგ გამოვყოთ 3 ძირითადი ჯგუფი:ძუძუმწოვრები,თევზები და წყალმცენარეები.
კლასი დაყოფილია 3ჯგუფად(ჯგუფის წევრები წინასწარ არიან შერჩეული).
ერთმა ჯგუფმა უნდა მოიძიოს ინფორმაცია და ფოტომასალა წყლის ცხოველებზე,მეორე ჯგუფმა თევზებზე,ხოლო მესამე ჯგუფმა წყალმცენარეებზე.
თითოეულმა ჯფუფმა უნდა დაადგინოს:
როგორ წყლებში ბინადრობენ ეს ორგანიზმები?
რითი იკვებებიან?
როგორია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა?
მოსწავლეებს მივუთითებთ ინფორმაციის წყაროებს(საბავშვო ენციკლოპედია,ცხოველთა სამყარო,“ბაკურ სულიკაურის გამომცემლობა“,შემეცნების სამყარო,საძიებო სისტემა google.ge,wikipedia.ge)
ჯგუფებმა უნდა შექმნან ნახატები,გამოძერწონ შესაბამისი ცხოველების გამოსახულებები,მოიძიონ მათი ასაკის შესაბამისი საინტერესო მასალა პრეზენტაციისათვის.
პროექტის მიმდინარეობას აკონტროლებს მასწავლებელი,პასუხობს მოსწავლეთა შეკითხვებს მათთვის უცნობ თემებზე.
პროექტის დასრულებამდე მოსწავლეებს წავიყვანთ ზოოოპარკში,სადაც უკეთესად დააკვირდებიან და გაეცნობიან წყლის ბინადრებს.
პროექტის დასასრულს ვაწყობთ ჯგუფების მიერ წარმოდგენილ ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენას,ფოტო გამოფენას, მოვისმენთ თითოეული ჯგუფის პრეზენტაციას და სლაიდშოუს(მასწავლებლის დახმარებით)შესაძლოა თემასთან შესაფერისი სიმღერაც მოვისმინოთ,ან ვნახოთ ანიმაციური ფილმი.გამოვიკითხოთ ვინ რა გაიგო ახალი ამ პროექტის განმავლობაში.ინფორმაციის შეჯერების შემდეგ საკლასო ოთახში შევქმნათ ჩვენი კლასის „წყლის სამყარო“,სადაც გვეყოლება თევზები,წყალმცენარეები და თუ შესაძლებელი იქნება კიბორჩხალაც.
4. მონაწილეთა ასაკი:8–9 წელი;
5. ვადები/ხანგრძლივობა:1 კვირა;
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ჯგუფური მუშაობა,წყვილებში მუშაობა,ინდივიდუალური მუშაობა;
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:
მოსწავლე შეძლებს დააჯგუფოს და განასხვავოს წყლის ბინადრები;
განუვითარდეს დაკვირვების,ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი;
შევქმნათ ჩვენი „წყლის სამყარო“;
მოვაწყოთ მოძიებული მასალის გამოფენა;
8. სარგებელი სხვებისთვის:დამატებითი ინფორმაციის მიღება;
9. სამუშაო ენა: ქართული ენა;
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:–
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნ.III.1. მოსწავლე განარჩევს სიცოცხლის ძირითად გამოვლინებებს;
ბუნ.III.2. მოსწავლე განმარტავს გარემოს მნიშვნელობას ცოცხალი ორგანიზმებისთვის;
ბუნ.III.3. მოსწავლე აღწერს მოძრაობის გამომწვევ მიზეზებს;
ბუნ.III.9. მოსწავლე აღწერს ზოგიერთ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბუნ.III.11. მოსწავლე იცავს პირადი ჰიგიენის და ჯგუფური უსაფრთხო ქცევის წესებს;
ბუნ.III.12. მოსწავლე აჟღავნებს გარემოზე ზრუნვის ელემენტებს;

12. პროექტის ფასილიტატორი:მარინე ბალახაძე
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:marina.balakhadze@Gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://marinabalaxadze.blogspot.com